days
00hours
00minutes
00seconds
00ბაზარი მუდმივად იცვლება: კლიენტების მოლოდინი იზრდება, გაყიდვების არხები უფრო მრავალფეროვანი ხდება, კონკურენცია კი იმატებს. ეს ყოველივე თქვენი ბიზნესის გაყიდვების გუნდის გაძლიერებას მოითხოვს, რაშიც Dynamics 365 Sales და Dynamics 365 Sales Insights გადაწვეტილებები დაგეხმარებათ.
Dynamics 365 Sales-ში მუშაობა გაყიდვების მენეჯერებს ბაზარზე არსებული სიტუაციის უკეთ შეფასებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში ეხმარება. გადაწყვეტილების ძირითადი ღირებულება გაყიდვების მონაცემთა ბაზის შექმნა და კლიენტებთან ურთიერთობაა, რომლის გამოყენებაც მომავალი ანალიტიკისთვის შეგიძლიათ.
Dynamics 365 Sales Insights-ის გამოყენება ამცირებს კლიენტების დაკარგვის რისკს, უზრუნველყოფს რუტინული ოპერაციის ავტომატიზაციას და ხელს უწყობს გაყიდვების პროცესის დაჩქარებას.
Dynamics 365 Sales Insights ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უწყვეტად აანალიზებს Dynamics 365 Sales და Microsoft 365-ის მონაცემთა ბაზებში კლიენტებთან ურთიერთობის შესახებ არსებულ ინფორმაციას. ეს კომპანიებს ეხმარება მომხმარებელთა ქცევის ტენდენციებისა და ცვლილების შეფასებაში, ასევე მათთან ურთიერთობასა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაში.
ნინო მაკასარაშვილი
CRM კონსულტანტი,
SMART business Georgia
თინათინ დალაქიშვილი
CRM კონსულტანტი,
SMART business Georgia