days
00hours
00minutes
00seconds
00პარტნიორი კომპანიის შერჩევისას მომხმარებლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მომსახურების მაღალ სტანდარტებს.
ხშირ შემთხვევაში თანამედროვე მომხმარებლისთვის მასზე მორგებული სერვისი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საბოლოო პროდუქტი. მომხმარებლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება და მათი ერთგულების მოპოვება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი კლიენტების მოზიდვა. ამისთვის აუცილებელია მომხმარებლის შესახებ სრული სურათის შექმნა და მათზე მორგებული მომსახურების შეთავაზება.
Dynamics 365 Customer Service მომხმარებელთა მომსახურების გადაწყვეტილებაა. ის აერთიანებს მომხმარებლისა და კომპანიის ურთიერთობის სრულ ისტორიას, რაც თანამშრომლებს უადვილებს კონკრეტულ მომხმარებელთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და შემთხვევების მართვის პროცესს უფრო ოპტიმალურს ხდის.
ვებინარის შედეგად გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება Dynamics 365 Customer Service-ის გამოყენებით რთული პრობლემების მარტივად მოგვარება მომხმარებელთან სწრაფი უკუკავშირით, შედეგად კი მათი გამოცდილების გაუმჯობესებით.
17 მარტს გეპატიჟებით ვებინარზე “გააუმჯობესეთ სერვისი კლიენტებზე მორგებული მომსახურების საშუალებით.” დასწრება თავისუფალია.
ნინო მაკასარაშვილი
თინათინ დალაქიშვილი